Thursday, December 24, 2009

გაკვეთილის თემატური გეგმა.

გაკვეთილის თემატური გეგმა

მადონა გობეჩია.თბილისი.79-ე საჯარო სკოლა.


გაკვეთილის გეგმა
1. გაკვეთილის თემა: ”Georgian Historical Monuments”
2. სწავლების საფეხური და კლასი:1-ლი საბაზო, კლასი მე-7-ე
3. საგანი: ინგლისური ენა და ლიტერატურა
4. მოსწავლეთა რაოდენობა:20 მოსწავლე
5. განსაკუთრებული მიდგომის საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პრო-
ფილი: 0
6. გაკვეთილის სასწავლო მიზნები:ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ორ უცხო ენაზე ყოველდღიურ ყოფით სიტუაციებში.
ცოდნის დონის დამოუკიდებლად ამაღლება ამა თუ იმ მიმართულებით.
7. ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგი/ ინდიკატორი:
შედეგი:
უცხ.ს.1.9. მოსწავლე კითხულობს და იგებს სავარჯიშოს პირობას.
უცხო.ს.1.13 .მოსწავლე კითხულობს და იგებს მცირე ზომის თხრობით ტექსტს.
ინდიკატორები:
უცხ.ს.1.9.1.მოსწავლე ამოიცნობს და ასრულებს მითითებებს.
უცხო ს.1.13.3. ამოიცნობს მოქმედებებს, მოვლენებს:
უცხო.ს.1.13.4.მოსწავლე ამოიცნობს მოქმედებათა დროსა და ადგილს.

8. თანმიმდევრობა / აქტივობა და დრო: მისალმება, მოთელვა, ასოციაციური რუკა, ჯგუფებად დაყოფა, მასალის მოძიება ისტ-ის გამოყენებით, გამოკითხვა.შეფასება.
1. ასოციაციური რუკის შედგენა.
2. ორმხრივი ჩანაწერის დღიურის შედგენა.
3. კითხვა-პასუხი.
4. ლექსიკაზე დაკვირვება.
5. ჯგუფებად დაყოფა და ინტერნეტში მასალის მოძიება.
6. პრეზენტაცია - პარალელების გავლება.
7. შეფასება .
8. საშინაო დავალება.

მისალმების შემდეგ ვიწყებ მოთელვით .
“What do you know about Jvari Monastery?”
წრეში ჩავწერ სიტყვას ” Jvari Monastery”,ბავშვებს ვთხოვ მომაწოდონ ის ინფორმაცია, რაც იციან ჯვრის მონასტერზე,
ვავლებ სატელიტებს და მათი დახმარებით ვქმნი ასოციაციურ რუკას.
შემდეგ კი გავეცნობით ტექსტს და ვადგენთ რამდენად ამართლებს ტექსტი მათ მოსაზრებებს.
ვთხოვ გაამახვილონ ყურადღება უცხო სიტყვებზე. აწარმოონ ორმხრივი ჩანაწერის დღიური შემდეგი მიმართულებით: ”სიტვა ან ფრაზა, რომელიც ამოვიწერე, და რატომ ამოვიწერე”.
ვარჩევთ ახალ მასალას, უცხო სიტყვებს, ფრაზებს.შემდეგ კი ვყოფ ჯგუფებად.. შედგება 4 ჯგუფი.
ირჩევენ ლიდერს, ვაძლევ ჩემს მიერ წინასწარ მომზადებულ ბარათებს სხვადასხვა შეკითხვით . ინფორმაციის მოსაძიებლად და დასამუშავებლად ეძლევათ 8 წუთი. შემდეგ კი ხდება პრეზენტაცია.
კითხვები:
1. Find out some information about location of Jvari Monastery .
2. Find out some information about history and historical importance of Jvari Monastery.
3. Find out some information about religion importance of Jvari Monastery.
4. Find out some information about cultural importance of Jvari Monastery.

შემდეგ ჯგუფების ლიდერები აკეთებენ პრეზენტაციას. ჯგუფები კითხვებს უსვამენ ერთმანეთს და აფასებენ ერთმანეთის ნამუშევარს.ვუჩვენებ ვიდეოს ჯვრის მონასტერზე.
დრო:
დასწრების აღრიცხვა 1 წთ.
ასოციაციური რუკა 2. წთ.
ინდივიდუალური მუშაობა 5 წთ.
ორმხრივი ჩანაწერების დღიური 6 წთ.
კითხვებზე პასუხი 10 წთ.
ინფორმაციის მოძიება 6 წთ.
პრეზენტაცია 10 წთ.
ვიდეო 2 წთ.
შეფასება 2წთ.
შთაბეჭდილებების ხე 1 წთ.
( რომელი ჯგუფი მოგეწონათ უფრო მეტად ? რომელი ჯგუფი იყო ყველაზე აქტიური ? ყველაზე საინტერესო? ვინ წარმოადგინა ნაშრომი ყველაზე საინტერესოდ?) შემდეგ ჯგუფებს ვუკეთებ კომენტარს და ვაფასებ.





9.საკლასო მენეჯმენტი:
სახელმძღვანელო. პროექტორი, კომპიუტერი, სურათები, ცარცი. საძიებო სისტემა ( google), youtube.com, earth. google.com, wikipedia. org, power point.




შეფასების კრიტერიუმები ინდიკატორი ინდიკატორის შესაბამისი ქულა
აქტივობა აქტიურია პრეზენტაციაში 8-10
ნაკლებად აქტიურია პრეზენტაციაში 6-7

პასიურია პრეზენტაციაში 1-5
ჩართულობა აქტიურადაა ჩართული ჯგუფურ მუშაობაში 8-10

ნაკლებადაა ჩართული ჯგუფურ მუშაიბაში 6-7

არ მონაწილეობდა ჯგუფურ მუშაობაში 1-5

1 comment:

  1. me mainteresebs inglisuris gakvetilebi da tu shegizliat mitxrat vin damexmareba an romel saitze vnaxav.pativiscemit nino batumidan.

    ReplyDelete