Thursday, December 24, 2009

მადონა გობეჩიას პროექტი ” ტოლერანტობა და რელიგიური შემწყნარებლობა”

პროექტი

ტოლერანტობა და რელიგიური შემწყნარებლობა

მადონა გობეჩია,თბილისი. 79-ე სკოლა.



1.პროექტის სახელი: ”ტოლერანტობა და რელიგიური შემწყნარებლობა”
2.პროექტის მოკლე აღწერა: ტოლერანტობა და რელიგიური შემწყნარებლობა.
გავიღრმავოთ რელიგიურობა და ვიყოთ ტოლერანტები, რელიგიურად შემწყნარებლები.
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ისტ-ის საშუალებით მოიძიებენ ინფორმაციას საერთოდ არსებული რელიგიური მიმდინარეობების შესახებ.მათ შორის საქართველოში არსებული რელიგიური მიმდინარეობებისა და კულტურული ძეგლების შესახებ.მოიძიებენ ინფორმაციას, სურათებს, ვიდეოებს. მოძიებული მასალებით ამზადებენ სლაიდებს , მსჯელობენ და აკეთებენ პრეზენტაციებს.
შემდეგ ხდება გასვლა და მოინახულებენ სხვადასხვა კულტურულ ძეგლებს (მეჩეთი, სინაგოგა, კათულიკური ეკლესია, მართმადიდებლური ეკლესია...)

4.მონაწილეთა ასაკი: 10 – 11 წელი


5.ვადები /ხანგრძლივობა 4 კვირა.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ჯგუფური და წყვილებში მუშაობა ისტ-ის გამოყენებით. ინფორმაციის მოძიება, პეზენტაცია.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ინფორმაციის მოძიების, პრეზენტაციის , მსჯელობების შედეგად მოსწავლეები გაეცნობიან სხვა კულტურას. დაუფლებიან და ჩამოუყალიბდებათ პატივისცემა თავიანთი და სხვა რელიგიური მიმდინარეობების მიმართ.გახდებიან მეტად შემწყნარებლები და ტოლერანტები.
8.სარგებელი სხვისთვის: ეს პროექტი სასარგებლოა მოზარდებისთვის რადგან აუმაღლდებათ ინტელექტი, აიმაღლებენ სულიერ კულტურას. განუვითარდებათ პატივისცემა სხვისი რელიგიურობის და სიყვარული თავიანთი რელიგიის მიმართ.
9.სამუშაო ენა: ქართული.
10.მონაწილეები სხვა სკოლაბიდან: 0
11.საგანთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
საზ.მეც.5-6. 20.აღწერს საქართველოში არსებულ რელიგიებს.
საზ.მეც.5-6.21.ასხვავებს კულტურის კომპონენტებს და განიხილავს მათ ურთიერთკავშირს.
საზ.მეც.5-6.22.ახასიათებს საქართველოს მოსახლეობის კულტურათა მსგავსება- განსხვავების გამოვლინებებს და განიხილავს შესაბამის მიზეზს.
ინდიკატორები:
საზ.მეც.5-6.20.აღწერს საქართველოში არსებულ რელიგიებს.
საზ.მეც.5-6.20.3. მსჯელობს რელიგიის დანიშნულებასა და ადგილზე ადამიანის ცხოვრებაში( რელიგია როგორც სამყაროს შემეცნების საშუალება უძველეს საზოგადოებაში).
საზ.მეც.5-6.21.5.ახაიათებს სხვადასხვა კულტურების ურთიერთიბის გავლენას საზოგადოების განვითარებაზე.
საზ.მეც.5-6.22.აღწერს საქართველოში მცხოვრები ეროვნებების საოჯახო თუ რელიგიურ დღესასწაულებს და ავლენს მათ შორის პარალელებს.

12.პროექტის ფასილიტატორი.
მადონა გობეჩია
13.ფასილიტატორის ელ- ფოსტა: madonnagobechia@gmail.com
14.პროექტის ფორუმი: მომხმარებელი დემონსტრირდება ელექტრონული ფორმის არსებული რესურსების განთავსებით.
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი madonnagobechiablogspot.com

No comments:

Post a Comment