Wednesday, December 23, 2009

ტოლერანტობა და რელიგიური შემწყნარებლობა

პროექტის მიზანი და შედეგი:
მთავარი მიზანია ტოლერანტობა, რელიგიური შემწყნარებლობა, გავიღრმავოთ რელიგიურობა და ვიყოთ ტოლერანტები, რელიგიურად შემწყნარებლები. გავეცნოთ იმ რელიგიურ მიმდინარეობებს რომლებიც საქართველოში არსებობს, მოიძიონ ინფორმაცია ისტ -ის დახმარებით საქართველოში არსებული რელიგიური მიმდინარეობებისა და კულტურული ძეგლების შესახებ.
კონკრეტული ცოდნის დაუფლება რელიგიურ მიმდინარეობებზე და პატივისცემისა და რელიგიური შემწყნარებლობის ჩამოყალიბება.
შედეგი:
საზ.მეც.5-6 . 20 .აღწერს საქართველოში არსებულ რელიგიებს.
საზ. მეც.5-6 .21 ასხვავებს კულტურის კომპონენტებს და განიხილავს მათ ურთიერთკავშირს.
საზ.მეც.5-6.22. ახასიათებს საქართველოს მოსახლეობის კულტურატა მსგავსება- განსხვავებების გამოვლინებებს და განიხილავს შესაბამის მიზეზს.
ინდიკატორები:

საზ. მეც. V-VI 20. აღწერს საქართველოში არსებულ რელიგიებს
1. რუკაზე მიუთითებს მისთვის ცნობილი რელიგიების გავრცელების არეალებს თანამედროვე საქართველოში;
2. ახასიათებს რელიგიის ჩასახვისა და განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს საქართველოს ტერიტორიაზე;
3. მსჯელობს რელიგიის დანიშნულებასა და ადგილზე ადამიანის ცხოვრებაში (მაგ.: რელიგია როგორც სამყაროს შემეცნების საშუალება უძველეს საზოგადოებაში);
4. ადარებს მის მხარეში არსებულ რელიგიებსა და მათთან დაკავშირებულ რიტუალებს/კულტურულ ტრადიციებს (მაგ.: ქორწილი, დაკრძალვა, ახალი წელი) სხვა კუთხეების შესაბამის ტრადიციებს;
5. ახასიათებს საქართველოს რომელიმე ისტორიული მხარეში დღეს არსებულ რელიგიურ რიტუალს და გამოყოფს მასში მხოლოდ ამ მხარისათვის დამახასიათებელი თავისებურებებს
საზ. მეც. V-VI 21. ასხვავებს კულტურის კომპონენტებს და განიხილავს მათ ურთიერთკავშირს

1. ახასიათებს კულტურის რომელიმე კომპონენტს (მაგ.: მხარის არქიტექტურულ თავისებურებებს; საკვების მომზადებისა და მიღების წესი);
2. ასახელებს ხალხური შემოქმედების მისთვის ცნობილ ნიმუშებს და გამოყოფს მათში კულტურული ტრადიციების ელემენტებს;
3. განასხვავებს ქართულ კულტურაზე დასავლური ან აღმოსავლური გავლენას (მაგ. ჩაცმულობა, არქიტექტურა);
4. ქვეყანასა თუ საზოგადოებაში დამკვიდრებული ღირებულებს აკავშირებს წარსულთან და აწმყოსთან;
5. ახასიათებს სხვადასხვა კულტურების ურთიერთობის გავლენას საზოგადოების განვითარებაზე.

საზ. მეც. V-VI 22. ახასიათებს საქართველოს მოსახლეობის კულტურათა მსგავსება-განსხვავებების გამოვლინებებს და განიხილავს შესაბამის მიზეზებს.

1. აჯგუფებს საქართველოს სხვადასხვა მხარის (კუთხის) ხალხურ თქმულებებს, ლექსებსა და სიმღერებს;
2. აღწერს თავის მშობლიურ კუთხეში მდებარე ხუროთმოძღვრულ ძეგლს (ძეგლებს);
3. ამოიცნობს საზოგადოების ამა თუ იმ რწმენა-წარმოდგენებს;
4. აღწერს საქართველოში მცხოვრები ეროვნებების საოჯახო თუ რელიგიურ დღესასწაულებს და ავლებს მათ შორის პარალელებს;
5. ადარებს საქართველოს ისტორიული მხარეებისათვის დამახასიათებელ წეს-ჩვეულებებს;


შესაძლო აქტივობები:

ჯგუფური .წყვილებში.ინფორმაციის მოძიება ისტ-ის გამოყენებით. პრეზენტაცია .
მოსწავლეები წინასწარ ეძებენ ინფორმაციას სინაგოგაზე, მეჩეთზე, კათოლიკურ ეკლესიაზე, სამებაზე. ეძებენ ინფორმაციას სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობაზე.
გადიან კულტურული ძეგების სანახავად( სინაგოგა, მეჩეთი, კათოლიკური ეკლესია, სამება)
ავლებენ პარალელებს და ადარებენ ერთმანეთს რელიგიურ მიმდინარეობებს, თუ როდის წარმოიქმნა, როდის დამკვიდრდა და ა.შ.

შეფასების საგანი და მოსალოდნელი შედეგი:
დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი, ინფორმაცისს მოძიება და ორგანიზება, ზეპირი პრეზენტაცია, მსჯელობა. მოსწავლეები შეფასდებიან თანამშრომლობით.
მოსწავლეები წინასწარ უნდა ფლობდნენ ინფორმაციას იმის შესახებ თუ დაახლოებით რამდენი ადამიანი ცხოვრობს , რამდენი ეროვნებაა და რამდენი რელიგიური მიმდინარეობაა საქართველოში.შედეგად იმსჯელებენ, შეადარებენ და დაასკვნიან გაერკვევიან რომ საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც ყველას შეუძლია იყოს თანასწორუფლებიანი მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა.
აუმაღლდებათ ინტელექტი, გამოუმუშავდებათ სხვა რელიგიური მიმდინარეობის მიმართ პატივისცემა და საკუთარის მიმართ მეტი სიყვარული. ამავე დროს გაეცნობიან განსხვავებულ კულტურას.
ინფორმაციის, ფოტო მასალის ვიდეო მასალის მოძიება . სლაიდ შოუს შედგენა.
თავიანთი შედგენილი და შექმნილი მასალების ჩვენება.
კომპიუტერი, ისტ-ის საშუალებით ინფორმაციის მოძიება

.
სარგებელი სხვებისთვის:

სამუშაო ენა:

საგნებთან კავშირი:

პროექტის ფასილიტატორი


ფასილიტატორის ელ- ფოსტა:


ტოლერანტობის დანერგვა


ქართული

ისტორია- ქართული - უცხო ენა


მადონა გობეჩია



Madonna7373@gmail.com

No comments:

Post a Comment